ნინო კვაჭანტირაძის თქმით, მას ხელშეკრულება 31 მარტს დაუმთავრდა და განცხადება, დეპარტამენტის გურიის სამმართველოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, თავიდან დაწერა.
_ ახალი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ მე საზღვაგარეთ წასვლას ვაპირებდი. თუმცა, ნამდვილად არ მქონდა გადაწყვეტილება მიღებული და რადგან ახალი განცხადება დავწერე, ე.ი. არ მივდიოდი.
„გურია ნიუსი“ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსს, ნიკო ნოზაძეს დაუკავშირდა.
_ რის საფუძველზე გათავისუფლდა თქვენი თანამშრომელი ნინო კვაჭანტირაძე?
_ ნინო კვაჭანტირაძეს ხელშეკრულება დაუმთავრდა.
_ რის საფუძველზე არ გაუგრძელდა ხელშეკრულება?
_ ნინო კვაჭანტირაძეს ჰქონდა გადაწყვეტილი საზღვაგარეთ წასვლა და მაგის წასვლა რომ გადაიდო, კვლავ გავუგრძელეთ ხელშეკრულება. დროებით იყო დანიშნული, ეს თვითონაც იცის.
_ ბატონო ნიკო, თქვენ ზუსტად იცით, როდის მიდის ნინო კვაჭანტირაძე საზღვარგარეთ?
_ არა, ჩემთვის არაა ცნობილი. არ დაუკონკრეტებია.
_ რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი, როდესაც ნინო კვაჭანტირაძეს არ აქვს გადაწყვეტილი, როდის მიდის საზღვარგარეთ. შეიძლება, საერთოდ არ წავიდეს.
_ გადაწყვეტილება თვითონ ჰქონდა. მე არაფერი მქონდა გადაწყვეტილი.
_ თუ იყავით კმაყოფილი ნინო კვაჭანტირაძის მუშაობით?
_ ახლა სტუმრები მყავს და მოგვიანებით დამიკავშირდით, – გვითხრა ნიკო ნოზაძემ.