_ ეს ფაქტი უკვე დადგენილია, მაგრამ კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობაა და ვინ გააპარა შეცდომა, ეს ჯერ არ დაგვიდგენია და ამიტომ შევანელეთ ცოტათი ტემპი ამ საქმესთან დაკავშირებით.
_ მაგის გამო შეანელეთ ტემპი თუ იმ კოაბიტაციის გამო, რომელიც სასამართლოსთან შედგა და წინ უსწრებდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიღებას?
_ არა, ნამდვილად არ არის უარი ამ საქმეზე, უბრალოდ დაგვრჩა იმათი ბრალეულობის დადგენა, რომლებმაც ეს შეცდომა გააპარეს.
შეგახსენებთ, რომ “გურია ნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ორი მოსამართლის მაია გიგაურისა და ბესარიონ ალავიძის არასათანადო განათლებისა და კვალიფიკაციის შესახებ საზოგადოების და პროკურატურის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.
“გურია ნიუსმა” პასუხი მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც, სადაც ასევე დასტურდება აღნიშნული ფაქტი.
“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება საზოგადოების დაინტერესებას თსუ “ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის” კურსდამთავრებულთა დიპლომებთან/ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და განმარტავს: „ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი“ თსუ-ში 1965-2007 წლებში ფუნქციონირებდა. ეს ფაკულტეტი სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევდა უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე მიღებულ სპეციალობასთან ერთად დაუფლებოდა ჰუმანიტარულ საერთო განათლებას. დიპლომი, რომელიც ფაკულტეტის კურსდამთავრებულზე გაიცემოდა კვალიფიკაციის ან ხარისხის მინიჭებას არ ითვალისწინებდა.”
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მანამდე გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია:
“მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის უმაღლესი იურიდიული განათლება დასტურდება შემდეგი გარემოებებით:
მათ ძირითად ფაკულტეტთან ერთად დამთავრებული აქვთ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით, რაც ადასტურებს იმას, რომ მათ იურიდიული სწავლების კურსი გაიარეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მათზე გაცემულია შესაბამისი დიპლომი, რომლითაც დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დაძლევა, რაც წარმოადგენს იურისტის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ წინაპირობას.
სადავო იურიდიული განათლების კანონმდებლობასთან შესაბამისობა დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით.”
იმ დროს, როდესაც დიპლომის გამცემი უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაუცია, გაურკვეველია რის საფუძველზე ამტკიცებდა საწინააღმდეგოს იუსტიციის საბჭო და საბჭოს თავმჯდომარე კუბლაშვილი.
ფაქტი ისაა, რომ პროკურატურის მიერ ფაქტი დადგენილია, მოსამართლეები კი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და საქმეების განხილვას
შედეგად კი კვლავ უდიპლომო მოსამართლეების განხილულ საქმეებს ვიღებთ