10 აპრილს დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ასევე სხვადასხვა დონის ორმხრივი შეხვედრები. სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორების ვიზიტის პარალელურად, თბილისში, e-PINE-ის ფორმატში ჩართული 9 ქვეყნის think tank-ების წარმომადგენელთა ყოველწლიური შეხვედრაც გაიმართება.