ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო “სიდა”. კვლევის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირება და ადგილობრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების კონსოლიდაცია, ამ პრობლემათა გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის გურიაშიც.
რაც შეეხება კვლევის შედეგებს, სხვადასხვა ინსტიტუტების, ნდობის მიმართ, ყველაზე მეტად მოსახლეობა ჯარს, რეგიონულ ინსტიტუტებსა და პოლიციას ენდობა. ყველაზე ნაკლებად კი პრეზიდენტის ინსტიტუტებს, პოლიტიკურ პარტიებსა და რეგიონის ხელისუფლებას.