სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მინისტრი ისაუბრებს ზუგდიდში მძლავრი, მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილიანი ახალი კლინიკის მშენებლობის დაწყების შესახებ.
ზუგდიდელი ექიმების თქმით, ისინი მინისტრს ზუგდიდის გამგეობის შენობაში 14 საათზე ელოდებიან. შეხვედრას დაესწრებიან სოფლების რწმუნებულებიც.
როგორც ცნობილი ხდება, შეხვედრაზე ჩასვლას გეგმავენ რეგიონის სხვადასხვა ქალაქების ექიმებიც.