_ 19 აპრილის აქცია არ იყო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული და საერთოდ არავის წინააღმდეგ. რუსთაველის გამზირზე იდგა ადამიანთა სოლიდური ჯგუფი, რომლებსაც სურთ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დაიმკვიდროს ადგილი ცივილიზებული სამყაროს გვერდით. თუ ამ კურსს უღალატებს არსებული ხელისუფლება მომავალ მიტინგს მიიღებს კიდევ უფრო დიდს და მათ წინააღმდეგ მიმართულს, _ ამბობს ასკურავა “გურია ნიუსთან” საუბრისას, რომლის თქმით, აქციაზე 150 ლანჩხუთელი იმყოფებოდა.
_ ნუ ეცდებიან ჩვენი ოპონენტები ოპოზიციის დისკრედიტაციას. მსგავსი გზა არ გამოადგა წინა ხელისუფლებას და არ მოუტანს სიკეთეს არცერთ ხელისუფლებას. როგორც სიცოცხლისთვის წყლის დალევაა საჭირო, ასევე საჭიროა ქვეყნისთვის ოპოზიცია. სამწუხაროდ, ჩემს არყოფნაში, ლანჩხუთში, რაღაც გაუგებარი აქცია მოუწყვიათ. მინდა მათ მივმართო _ ჩემო მეგობრებო, ჩვენ ხომ ერთი მიზანი უნდა გაგვაჩნდეს რასაც ჩვენი ქვეყნის ძლიერება ჰქვია და ის გზა, რითაც თქვენ იბრძვით ჩვენს წიინაღმდეგ, არაა გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს ყველას ერთდ, _ დასძინა ასკურავამ.