_ გილოცავ ერო! ვისი მომხრეც არ უნდა იყო, “ბუტკიდან” გამოვედით, _ წერს ხაჩიძე და დასძენს, რომ ახლა დროა “ოცნებამ” ითვალოს.
_ 9 წელი ჩვენ გითვლიდით. ახლა თქვენ გადაგვთვალეთ. თუ არც გადაგვთვლით, კიდევ ეგ მადარდეთ, _ აღნიშნავს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი.
ხაჩიძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას”, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი სერიოზული მიტინგი ოპოზიციამ 4 წლის შემდეგ მოუწყო, ხოლო “”ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან ჯერ მხოლოდ 6 თვე გავიდა”.
გოგა ხაჩიძე უმრავლესობის წევრების შეფასებებსაც ეხმაურება:
_ “კობა დავითაშვილს უთქვამს, ხალხის რაოდენობა ერთ ქელეხს მაგონებდაო. თუ ქელეხზე მინგა საქმე, ბატონო დავითაშვილო, მაშინ ჩათვალეთ, რომ “ოცნების” ქელეხზე ვიყავით შეკრებილები.” _ წერს ხაჩიძე.