https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა _ “აუღებელი ციხესიმაგრე” და რეალობა

9:04; 23.04.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

იგივე დაპირება ჰქონდა წლების წინ “ნაციონალურ მოძრაობას”.

იმის გასარკვევად, რა მდგომარეობა იყო და რა მდგომარეობაა გურიის მხარეში არსებულ საავადმყოფოებში “გურია ნიუსმა” სამედიცინო ცენტრები ადგილებზე მოინახულა.

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოძველებული ტექნიკა, უხელფასო მედპერსონალი და მხოლოდ პრობლემები _ ასეთი რეალობაა ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საავადმყოფოებში, რომლებიც შპს “ადითს” ეკუთვნის.

“ადითი” ისრაელის სამედიცინო კომპანია “აიჰოპის” შვილობილია, რომელიც საქართველოში 2008 წელს შემოვიდა. მაშინდელი პრემიერ მინისტრის, ნიკა გილაურის განმარტებით, კომპანიას საქართველოს 27 რაიონში, “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტის ფარგლებში, ახალი საავადმყოფოები უნდა აეშენებინა.

“ეს არის ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კომპანიას უძრავი ქონება მხოლოდ აუდიტორულად დამოწმებული წინასწარ განსაზღვრული ინვესტიციის გახორციელების შემდეგ გადაეცემა”, _ განაცხადა მაშინ ნიკა გილაურმა.

თუმცა, ეს განცხადება განცხადებად დარჩა. “აიჰოპმა” აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და 2010 წლის ივლისში, კომპანია “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩამოაშორეს. ამის შესახებ იმდროინდელმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა: “აიჰოპს” სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება გაუუქმდა. თუმცა, თუ კომპანია დაფინანსების წყაროს მოიძიებს და პროექტის გახორციელებაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, მთავრობა მასთან თანამშრომლობისთვის მზად იქნება”.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მთავრობას “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტი ჩაუვარდა და საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემის დასარეგულირებლად ახალი პროექტი შესთავაზეს. გამოაცხადეს ტენდერი, რომლის თანახმად, გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიებს ახალი ობიექტების მშენებლობა დაევალათ. ტენდერში გამარჯვებული ფირმებიდან, ერთ-ერთი იყო შპს “ადითი”, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთავრობის მიერ გაკრიტიკებული “აიჰოპის” შვილობილი კომპანიაა. “ადითმა” მოახერხა და საავადმყოფოები საქართველოს 9 ქალაქში შეიძინა _ მათ შორის, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში.

დღემდე უცნობია, რა უწერია სახელმწიფოსთან დადებულ ხელშეკრულებაში კომპანიას, რომელმაც საავადმყოფოებში შესვლისთანავე მედპერსონალს ხელფასები გაუნახევრა; ბოლოს კი კადრებიც მინიმუმამდე დაიყვანა. ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როცა იმდროინდელი ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი ამტკიცებდა, რომ 2011 წლის 31 დეკემბრიდან “ვერც ერთი საავადმყოფო, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, ვერ მოემსახურება სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პაციენტებს”.

“ადითმა” კი 3 წლის განმავლობაში მინიმალური პირობები ვერ შექმნა.

როგორც ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალი გვიყვება, კომპანიის მიერ ერთი ახალი აპარატურაც კი არ არის შეძენილი. აღარაფერს ვამბობთ პალატებზე და სველ წერტილებზე, სადაც არათუ ავადმყოფი, ჯანმრთელი ადამიანიც კი ცუდად გახდება.

_ რაც კომპანია მოვიდა, არ შესრულებულა არც ერთი აღებული ვალდებულება. 21-ე საუკუნეა და პაციენტი რომ შენობაში შემოვა, ნორმალური პირობები სჭირდება. ამიტომ გადინება არის ძალიან დიდი, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის საავადმყოფოს მეანგინეკოლოგი მაია პაიჭაძე.

ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალი, ინფრასტრუქტურის არარსებობის და 4 თვის აუღებელი ხელფასების გამო, 1 მაისიდან მუშაობას წყვეტს. საავადმყოფოს თანამშრომლებმა ამის შესახებ ოფიციალური განცხადებით ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჭკუასელს და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, თამაზ ჯინჭარაძესაც მიმართეს.

ექიმები პაციენტებს აფრთხილებენ, რომ 1 მაისიდან თადარიგი დაიჭირონ, რადგან მათი მხრიდან მომსახურება არ მოხდება.

_ ბევრჯერ გავიფიცეთ, მაგრამ ამით პაციენტები არ დაზარალებულან, ჩვენ ვალდებულებას ყოველთვის ვასრულებდით. იმის გამო, რომ თვეობით ვერ ვიღებდით ხელფასს, არ გვითქვამს უარი არცერთი პაციენტის მომსახურებაზე, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ისედაც კაპიკებზე ვმუშაობთ და იმასაც ვერ ვიღებთ. არ ვიცით რისი ან ვისი ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ ის ვიცით, რომ ჩვენ უფულოდ არავინ არაფერს გვაძლევს და ოჯახები მშიერი გვყავს, _ აღნიშნავენ საავადმყოფოს თანამშრომლები.

ანალოგიური მდგომარეობაა ლანჩხუთის საავადმყოფოშიც. ჩოხატაურის მსგავსად, 1 მაისიდან პაციენტების მიღებაზე უარს ლანჩხუთელი მედიკოსებიც ამბობენ.

_ ჩვენ რომ უხელფასოდ ვართ, ეს “ადითის” თავხედობის ბრალია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დღეს 19, 21 და 40 ლარზე ვმუშაობთ და იმასაც არ გვაძლევენ. ეს სამარცხვინოა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ირინა ასკურავა.

როგორც ლანჩხუთის საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თინათინ გოგუაძე ამბობს, “ადითის” ცენტრალური ოფისიდან მიღებული ინფორმაციით თანახმად, ხელისუფლებამ კომპანიასთან ხელშეკრულება 6 თვით გააგრძელა:

_ ჩვენ “ადითის” ცენტრალური ოფისიდან ვართ ინფორმირებული, რომ სახელმწიფომ “ადითთან” ხელშეკრულებები გააგრძელა 6 თვით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვიცით, _ გვითხრა გოგუაძემ.

აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში არაა საავადმყოფოს პერსონალი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ლანჩხუთში და მსგავს მუნიციპალიტეტებში მუნიციპალური საავადმყოფოები უნდა არსებობდეს.

_ არ გვჯერა, რომ ეს სიმართლეა. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. ამაზე უკეთეს პირობებში ვიქნებოდით ჩვენ თვითონ რომ შეგვესყიდა, _ ამბობენ საავადმყოფოს თანამშრომლები.

ლანჩხუთის საავადმყოფოს პერსონალი “ადითის” წინააღმდეგ სარჩელსაც ამზადებს. თუმცა, ეს ყველაფერი დროის ამბავია. მედპერსონალი კი სახელმწიფოსგან პრობლემების სასწრაფოდ მოგვარებას მოითხოვს. ითხოვენ იმასაც, რომ სახელმწიფომ კომპანიასთან ხელშეკრულება არ გააგრძელოს და “ადითის” საქმიანობა, რომლის შემოსავალი, საავადმყოფოს ბუღალტრების ინფორმაციით საკმაოდ დიდია, შესაბამისმა უწყებამ შეისწავლოს.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ინფორმაცია ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება და ეს პრობლემებიც უახლოეს ხანში მოგვარდება: _ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ “ადითთან” ხელშეკრულება არ გაგრძელებულა. ამ ეტაპზე საქმიანობის შესწავლა მიმდინარეობს და ამ საკითხს უწყებათაშორისი კომისია განიხილავს, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თამარ ბოდოკია.

_ ქალბატონო თამარ, როდის უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? თუკი ხელშეკრულება მართლა არ გაგრძელებულა, როგორც ამას კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს და 29 მარტს შეწყდა, რა ბედი ეწევა პერსონალს, რომელიც ამბობს, რომ 1 მაისიდან აუღებელი ხელფასების გამო პაციენტებს არ მოემსახურებიან…

_ ეგ გამორიცხულია. გადაუდებელი შემთხვევის არმიღებას ვერ შეძლებენ, რადგან მათ ამას კანონი ავალდებულებთ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა და შესაბამის განცხადებასაც გავავრცელებთ, _ აღნიშნა ბოდოკიამ.

სანამ ხელისუფლება უკვე მეათასეჯერ დადებულ პირობას შეასრულებს, მანამ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საავადმყოფოს თანამშრომლები, მართლაც გაუსაძლის პირობებში, ისევ უხელფასოდ მუშაობენ.

განსხვავებული სიტუაციაა ოზურგეთში, რომელსაც “ავერსი” ემსახურება და სადაც ინფრასტრუქტურის მხრივ მართლაც კარგი პირობებია: უახლესი აპარატურა, გადამზადებული და ხელფასიანი მედპერსონალი _ ეს ოზურგეთის საავადმყოფოს რეალობაა. თუმცა, კითხვები ამ ახალი, ევროსტანდარტების მქონე კლინიკის მისამართითაც არსებობს.

საქმე იმაშია, რომ საავადმყოფოს მეორე სართული ბავშვთა განყოფილებას და ახალ ნაოპერაციევ პაციენტებს უკავიათ და ეს განყოფილებები კარითაც კი არ არის გამოყოფილი. როგორც ამბობენ, ეს სტანდარტებს არ შეესაბამება და ასეთ შემთხვევაში, ინფექციების გადადების რისკი ძალიან დიდია.

ამას კატეგორიულად არ ეთანხმება საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დავით მდინარაძე: _ შენობა 4-სართულიანია. პირველ სართულზეა ამბულატორიული დეპარტამენტი, მეორე სართულზეა სტაციონარული დეპარტამენტი, მესამეზე _ სამეანო გინეკოლოგიური განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია, ანესთეზიოლოგია, მეოთხეზე _ ადმინისტრაცია. რაც შეეხება უშუალოდ სტაციონარულ დეპარტამენტს და თქვენს კითხვას _ შეესაბამება თუ არა სტანდარტებს; სტაციონარულიდეპარტამენტი ნიშნავს მრავალპროფილიანს. იქ არის ქირურგიული, თერაპიული და პედიატრიული პროფილი. პედიატრიული პროფილი სულ 8 საწოლზეა გაშლილი და იზოლირებული პალატაა. რაც შეეხება ნაოპერაციევ პაციენტებს, არ ვაწვენთ იმ მხარეს, სადაც პედიატრიულია, პაციენტები რომ არ შეწუხდნენ. უფრო მოცილებულები არიან, რომ რაიმე დისკომფორტი ვინმეს არ შეექმნას, _ გვითხრა მდინარაძემ.

_ ბატონო დავით, ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებიც აქ მკურნალობენ… ეს რამდენად შეესაბამება სტანდარტებს და არის თუ არა მათი აქ მკურნალობა დანარჩენი პაციენტებისთვის უსაფრთხო?

_ ტუბეკულოზოთ დაავადებული პაციენტებისთვის ჩვენ გვაქვს მხოლოდ კაბინეტი. მათ აქვთ აბსოლუტურად იზოლირებული შემოსასვლელი და გასასვლელი. საერთო შემოსასვლელიდან ისინი არ სარგებლობენ. ეს ყველაფერი დასაშვებია, ლიცენზია აღებული გვაქვს და შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან…

_ “ავერსის” დაქვემდებარებაშია სასწრაფო სამედიცინო სამსახურიც, რომელსაც ხშირად საყვედურობენ დაგვიანებების გამო. ეს რისი ბრალია _ საკმარისი ავტომანქანები არ არსებობს, თუ არ არის მომსახურება იმ ხარისხის, რომელსაც “ავერსი” გვპირდებოდა?

_ ძალიან კარგი შეკითხვაა ეს, იმიტომ, რომ ბევრგან ქვეყნდება ურთიერთგამომრიცხავი და ჩემი აზრით არაობიექტური ინფორმაცია. ამიტომ შევეცდები მოგაწოდოთ ამომწურავად. დავიწყებ იქიდან, რომ უფასო სასწრაფო იყო პრეზიდენტის საპილოტე პროგრამა. როგორც ვიცი, დაახლოებით 25-დან 30 000 მოქალაქისთვის გათვლილია ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ერთი ბრიგადა. დღეს ოზურგეთს ჰყავს 4 ავტომანქანა. ეს არის რუსული წარმოების, მაღალი გამავლობის მანქანები, რომლებიც არიან დაახლოებით 7-8 წლის. ერთი მანქანა დღეში გადის დაახლოებით 200 კილომეტრს. 24 საათის განმავლობაში ხორციელდება 35-45-მდე გამოძახება. გვყავს 16 ექიმი,16 მედდა და 24 საათის განმავლობაში 4 ბრიგადა მორიგეობს. როგორც გითხარით, მანქანები ცოტა ძველია და დღეში 200 კილომეტრის გავლა უწევს, ამიტომ, მისი გაფუჭება ბუნებრივია. რაც შეეხება დაგვიანებას და დროზე არმისვლას; გამოძახებათა 80%, ამას სტატისტიკური მონაცემებით გეუბნებით, არ არის სასწრაფო და გადაუდებელი: ვიღაცას წნევის გაზომვა უნდა, ვიღაცას _ სიცხის… ან ისეთი მანიპულაცია, რომელიც შეიძლება სოფლის ან უბნის ექიმმა თავისუფლად გააკეთოს და ამისთვის სასწრაფო არ გააცდინონ. ჩვენი რელიეფიც სათქმელია _ არის სოფლები, რომლებიც მოცილებულია 20-25 კილომეტრით ცენტრს. ასე, ათი მანქანაც რომ იყოს, და ყველა გამოძახებაზე რომ იყოს, მეთერთმეტე მაინც პრობლემა იქნება. შეიძლება ეს სხვანაირად გაიგონ, მაგრამ, ჩემი აზრით, ფასიანი რომ იყოს სასწრაფო სამედიცინო მომსახურება, გამოიძახებენ მხოლოდ მაშინ, როცა ამის აუცილებლობა და საჭიროებაა, _ განმარტავს მდინარაძე.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურთან კიდევ ერთი პრეტენზია არსებობს. მას შემდეგ, რაც გამოძახებისთვის 112-ზე დარეკვა აუცილებელი, ოპერატორების მიერ, შეცდომით ხდება მისამართების გადაცემა: _ რომ დავრეკავთ 112-ზე და სასწრაფოს გამოძახება რომ გვინდა, ნახევარი საათი უნდა ვუხსნათ, სად ვცხოვრობთ, რა გვჭირს. ეგებ ვკვდები ამ დროის განმავლობაში?! მერე, ეს თბილისელები ჩვენი სოფლების სახელებს ვერ იმახსოვრებენ და ერთი სოფლის მაგივრად მეორეში უშვებენ, _ გვიყვებიან პაციენტები და ბევრ მსგავს ისტორიას იხსენებენ.

ასეთი შემთხვევების გახშირებულ რაოდენობაზე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებიც საუბრობენ. ზოგ შემთხვევას ღიმილით იხსენებენ, ზოგსაც მოკრძალებით, რადგან ამ “გაუგებრობების” გამო, რამდენიმე შემთხვევა საკმაოდ არასასიამოვნოდ დასრულდა _ დაგვიანებით მისვლის, არასწორად გადმოცემული მისამართის გამო, პაციენტის მდგომარეობა დამძიმებული დახვდათ.

რაც შეეხება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას _ მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ყველა მოქალაქე დააზღვია, ამბობენ, რომ პაკეტი არასრულყოფილია და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოდგება. დაზღვევა არ აფინანსებს ისეთ ანალიზებს, როგორიცაა პროთრომბინი, შაქარი, სისხლის საერთო ანალიზი _ ერთი სიტყვით იმ გამოკვლევებს, რომელიც მოქალაქეებს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

სხვა შემთხვევაში კი საავადმყოფოს მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება. ოპერაციების უმრავლესობის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს, საქართველოს მოსახლეობის 15.1 უმუშევარი იყო. ეს ციფრი დღეს კიდევ უფროა გაზრდილი, მიუხედავად იმისა, რომ დათვლას სახელმწიფო საკმაოდ საინტერესო მეთოდით ახორციელებს _ დასაქმებულად ის გლეხიც კი ითვლება, რომელსაც მიწა ოფიციალურად დარეგისტრირებული აქვს და მისი ფართობი 5 ჰექტარს აღემატება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ზაქარია ქუცნაშვილი: "საბჭოთა ანაბრების დაბრუნებაზე პასუხისმგებელი "ნაციონალური მოძრაობა" იყო"

ეზოში "შეჭრილმა" მგელმა ახალგაზრდა მამაკაცი დაკბინა

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო