“ბორუსია” და “რეალი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდებიან. წლევანდელ სეზონში “ბორუსიამ” 2:1 დაამარცხა “რეალი” “სიგნალ იდუნა პარკზე”, ხოლო მადრიდში შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
დორტმუნდის შეფმა “sportstudio”-სთან საუბარში აღარა, რომ მოურინიოს ნებისმიერი ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა “დორტმუნდის” შემადგენლობაში: “რეალის ყოველი ფეხბურთელი მოერგებოდა ბორუსიას, ისინი უმაღლესი კლასის მოთამაშეები არიან. რონალდუც, რა თქმა უნდა. თუმცა მას მოუწევდა დაცვაში უფრო მეტად მუშაობა.”
დორტმუნდელები ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე არიან და “ბაიერნს” 20 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა, მათი ევროპული ამბიციები უცვლელია. ვაცკე ამბობს, რომ შემადგენლობის სიძლიერე დამოკიდებულია სატრანსფერო პოლიტიკაზე: “ჩვენი ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ ვერ ვიღებთ კრედიტებს ფეხბურთელების შესაძენად, სხვა არანაირი ლიმიტი არ გაგვაჩნია.”