დღეს, მთავრობის კანცელარიაში ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ინდურ კომპანია “ტრანსელექტრიკთან” დაკავშირებით განაცხადა, რომ 2014 წლამდე გადავადდა მშენებლობის ნებართვა.
“გამოგვყავს კომპანია მორატორიუმიდან და მშენებლობის ნებართვის გადავადება მოხდა ერთი წლით, ანუ 2014 წლის მარტამდე.
ჩვენსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ სამი თვით გამოცხადებული იყო მორატორიუმი, რადგან ხელშეკრულება, რომელიც მთავრობასა და ამ კომპანიას შორის 2011 წელს იყო დადებული, შეგვესწავლა. გვინდოდა გაგვეგო ამ ხელშეკრულების დადებითი და უარყოფითი მხარეები. იმ ჯგუფის მიერ, რომელიც მუშაობდა ამ ხელშეკრულებაზე, გამოთქმული იყო შენიშვნები. ჩვენ ყველა შენიშვნა მივაწოდეთ კომპანიას, რომელიც გათვალისწინებული იქნა ახალ ხელშეკრულებაში. მათ უნდა მოამზადონ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც ჩაბარდება გარემოს დაცვის სამინისტროს. ამის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტრო მისცემს დადებით ან უარყოფით შეფასებას, რის საფუძველზეც გაიცემა, ან არ გაიცემა სამშენებლო ნებართვა.” _ განაცხადა კალაძემ.