” როდესაც ადამიანი ფლობს რაიმე ინფორმაციას კონკრეტულ მოვლენაზე, მას იბარებენ დაკითხვაზე. ეს არის ელემენტარული რამ, როდესაც მოწმის სახით იკითხები. სხვა საქმეა, თუ სხვა სტატუსი გაქვს, შეიძლება შეწუხდე კიდეც და არც დაგეძინოს. ამიტომ, ვერ ვხვდები ხოლმე, რატომ მოჰყვება სიტყვა “დაკითხვას” ამხელა პანიკა და ყოფილი პროკურორების მხრიდან, რომლებიც ახლა პარლამენტში არიან გადეპუტატებულები და ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში ორთაჭალაში არ მოვალთ და თუ გინდათ, ქუთაისში ჩამოდითო. ქუთაისში ჩასვლასაც არაფერი უდგას წინ.
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც იმ დროსაც იყო პრეზიდენტი, როდესაც იდგა 2008 წელი, ფლობს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ გამოვიძიოთ ინდივიდებმა, მიუხედავად პოლიტიკური წარმომავლობისა თუ ეთნიკური ნიშნისა, ხომ არ ჩაიდინეს მაგალითად ომის დანაშაული, კაცობრიობის წინაშე დანაშაული. ეს არ არის სახელმწიფოთაშორისი დავის გარჩევის მექანიზმი. ეს არის აბსოლუტურად სხვა რამ. ამიტომ, ამ გამოძიების პროცესში დაიკითხება ნებისმიერი, იქნება ეს პრეზიდენტი, ყოფილი მინისტრი თუ ჩვეულებრივი ადამიანი, ვინც შეიძლება ფლობდეს ინფორმაციას.
ნებისმიერი დაკითხვა, თუკი მანამდე რაიმე საგანგაშო ინფორმაცია არ არის შეგროვილი და საგამოძებო ორგანოების მიერ უკვე ბრალდებულის სტატუსით არ დგას პროკურატურის კარებთან, იბარებენ მოწმის სტატუსით. თუკი სააკაშვილის 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარებენ და ჰკითხავენ, რა ხდებოდა მაშინ, მითუმეტეს თავად ანიჭებენ ძალიან დიდ მნიშვნელობას იმდროინდელ მოვლენებს, დარწმუნებული ვარ, როგორც ერთი რიგითი ქართველი მაინც, ძალიან დიდი სიხარულით დაეშვება ავლაბრის დაღმართებზე და მოვა ორთაჭალაში პასუხების გასაცემად” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა