პრემირ მინისტრის 25 აპრილის #85 დადგენილების თანახმად, საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურულ ერთეულებს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტი დაემატა.
ჩვენი ინფორმაციით აღნიშნულ დეპარტამენტს პრემიერის მრჩეველი, ირაკლი მელაშვილი უხელმძღვანელებს.
_ ჯერ ხელი არ არის მოწერილი არაფერზე. როცა, რაღაც გახდება ცნობილი, აუცილებლად შეგატყობინებთ, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას მელაშვილმა.