ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წყალთბილის თემის რწმუნებული პეტროს ვართანიანი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ პ. ვართანიანმა მოზარდი მსხვილფეხა პირუტყვის შეძენის შესახებ, ყალბი ცნობის დამზადების სანაცვლოდ, ქრთამი 600 ლარი აიღო.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.