კერძოდ, სამტრედიის N38 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის “ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები” სახელით დაკვირვებას ახორციელებდა ხონის საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე, რომელიც არის აკაკი ბობოხიძის ძმა. ხოლო ბაღდათის #12 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის “მომავლის არჩევანი” სახელით დაკვირვებას ახორციელებდა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეტრეველი.
აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებს ეკრძალებათ დამკვირვებლის სტატუსით არჩევნებში მონაწილეობა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეტყობინების საფუძველზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზემოაღნიშნულ პირებს დამკვირვებლის რეგისტრაცია შეუწყვიტა.