“იმ ფონზე როცა ჩვენ არ გვქონდა არანაირი პრობლემა ვეტოს დაძლევის, იმედი მაქვს, არავინ სპეკულირებას არ დაიწყებს რომ ვეტოს ვერ დავძლევდით.“_აღნიშნა ხიდაშელმა
გიორგი გაბაშვილი: ,,ჩვენ ვფიქრობთ, ვეტო დასაბუთებული იყო პრეზიდენტის მიერ. არ შეიძლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური და საარჩევნო კონიუნქტურიდან გამომდინარე. ზუსტად ეს ეწერა ვენეციის კომისიის დასკვნაში და ზუსტად ეს იყო ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია. მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ არ გაიზიარა ეს არგუმენტი. მათ როგორც ჩანს უნდათ პოლიტიკური კონტროლი დაამყარონ სასამართლოზე. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელზეც ვეტო არ იქნა გადალახული, აქ ცხადია სიტუაცია, რომ ბრალდებულის უფლებაა ნაფიცმსაჯულების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში, იმ ძალამ, რომელსაც უნდა პოლიტიკური გავლენის მოპოვება სასამართლოზე გაიზიარა ეს, უხეში ფორმით აღარ ჩაერია და მეორე ნაწილიზე ვეტო არ გადალახა“_ განაცხადა გაბაშვილმა.