“ახლა ვარ აღშფოთებული ჟურნალისტების დაკავებით, როგორც ვიყავი ადრე, როდესაც წინა ხელისუფლება ხშირად არღვევდა მედიის წარმომადგენლების უფლებებს. იმედი მაქვს, რომ გამოძიება, თუ კი ძალაუფლების გადამეტებას ჰქონდა რომელიმე მხრიდან ადგილი, დაადგენს ამ ყველაფერს და მოხდება საფუძვლიანი გამოძიება.” – გვითხრა ელისო ჩაფიძემ.
დღეს, დაახლოებით 5 საათზე ზვიად ხუჯაძე და ანი ჭანკოტაძე რუსთაველის გამზირზე დააკავეს. „მეცხრე არხის“ და „ლიბერალის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათი თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, და ორივე მათგანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დაკავებისას განუმარტა, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ. რუსთაველის გამზირზე ინციდენტის დროს მყოფი ჟურნალისტები სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც საუბრობენ.