“ჩვენ ღიად გამოვაცხადეთ, რომ ყველა საპროცედურო ხერხით შევუშლიდით ხელს ამ ანტი ეროვნულ კანონმდებლობას. დღეს უმრავლესობამ შეასრულა უტიფარი დაკვეთა, რომელიც ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებას. ამას რუსეთის ხელისუფლება ღიად აცხადებდა. თქვენ ნახეთ ევროსაბჭოში, როდესაც რუსეთის დელეგატმა კალაშნიკოვმა პრემიერს პირდაპირ მოთხოვა გაეცა პასუხი სწორედ ამ კითხვაზე და ეს დაკვეთა “ქართულმა ოცნებამ” შეასრულა. ძალიან რთული დღე იყო და მე არ ველოდი, რომ მთელი უმრავლესობის იქნებოდა ასე კონსოლიდირებული ამ უხერხული პრობლემის წინაშე,“_ განაცხდა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას