თავდასხმა ოზურგეთში, ე.წ. “რუდოს” ტერიტორიაზე გახორციელდა. ეს უკვე მესამე მსგავსი ფაქტია ამ ერთი თვის განმავლობაში, რომელიც ჯერჯერობით გაუხსნელია.
შპს “მედალფას“ მორიგე ქირურგი ლია გოგოტიშვილი: “ღამის საათებში თვითდინებით მომართა კლინიკას ორმა პაციენტმა. ერთ-ერთს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა, მარცხენა ბარძაყის არეში, დაზიანებით, იყო დახურული მოტეხილობა; რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ორივე მტევნის არეში. დაზარალებულებს გაეწიათ სათანადო სამედიცინო დახმარება. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.”
შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი და მოადგილე პაპუნა გობეჯიშვილი “გურია ნიუსთან“ აღნიშნავენ, რომ ორ დღეში დანაშაული აუცილებლად გაიხსნება.
_ გამოძიება მიმდინარეობს 236 მუხლით _ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა -შენახვა და მძიმე დაზიანებით. გპირდებით, რომ დანაშაული ორ დღეში აუცილებლად გაიხსნება.
_ როგორც ვიცით, პოლიციისთვისაც დამნაშავე ცნობილია.
_ ოპერატიული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, _ გვითხრა გობეჯიშვილმა.