რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მოეწყო კრებულის _ “ჩვენი სულიერების ბალავარი’’ _ პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის “ქრისტიანული კვლევის ცენტრის”, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტისა და არქეოლოგიის განყოფილების მიერ.
კონფერენციაზე ჩოხატაურელმა ნათია კალანდაძემ წაიკითხა სიტყვა თემაზე _ “გურიის უდაბნო”.
მომდევნო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც კვლავ ბათუმში ჩატარდება, საკონფერენციო თემით _ “ერკეთის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის დედათა მონასტერი” _ კვლავ მიიღებს მონაწილეობას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნ. ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.