ადამიანის უფლებათა კომიტეტის თვმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ყოველდღე საკუთარი სიცოცხლის ფასად საქართველოსა და ქართულ არჩევანს იცავენ.
“საქართველო ავანეთში თავის პოლიტიკურ მისიას ასრულებს. მისიაში მონაწილე ბიჭები თავის ქვეყანას ემსახურებიან. რაც მოხდა, ეს, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, მაგრამ ეს არის ომი ტერორიზმთან, რომლის მონაწილე დღეს საქართველოა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის ხალხი დღეს იქ იცავს საქართველოს და ქართულ არჩევანს,” _ ამბობს ფოფხაძე.
პრეზიდენტის ბრძანებულებით, 16 მაისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღე ავღანეთში, მიმდინარე კვირაში დაღუპული სამი ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას ეძღვნება.