სოფელ კარაკუმის მაცხოვრებლები საერთო საძოვრების, მისასვლელი გზისა და სასაფლაოს გაყიდვის ფაქტს აპროტესტებენ. მათი თქმით, თითქმის 10 წელია, რაც სახელმწიფო ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ სოფელი დაიცალოს.
“2004–ში მაშინდელი გამგებლის ნათესავმა სოფლის საერთო საძოვარი იჯარით აიღო, გასულ წელს დაიკანონა და სოფელი საარსებო წყაროს გარეშე დატოვა. ახლა ყველა გვეუბნება, რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელია, მაგრამ სოფელს რა ეშველება, ამაზე არავინ ფიქრობს,” – ამბობენ ეკომიგრანტები.
სულიკო შავაძე, ეკომიგრანტი, სოფელი კარაკუმი: “საუბარია 30 ჰექტარ ტრიტორიაზე. სოფლის დასაბამიდან ეს ადგილი საერთო სარგებლობის საძოვარს წარმოადგენდა. მისი პრივატიზებით სოფელმა კიდევ 170 ჰექტარი საძოვარი დაკარგა, რადგან კერძო ტერიტორიას შემოსავლელი არსაიდან არ აქვს. ოთახს რომ კარი არ ჰქონდეს, ისეა. ამ 30 ჰექტარში მოყვა სოფლის სასაფლაოც. შეიძლება ითქვას, რომ სასაფლაო გაგვიყიდეს და 14 საფლავი კერძო საკუთრებაში აღმოჩნდა.”
ეკომიგრანტები აღნიშნულ საკითხზე პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.