ამის შემდეგ მას შეხვდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია და სწორედ ეს კომისია აუცილებლად განიხილავს ლევან ანჯაფარიძის საჩივრის სამართლებრივ საფუძვლებს.
შეგახსენებთ, რომ კინორეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის შედეგების გაუქმების მოთხოვნით უვადო შიმშილობა 21 ივნისს გამოაცხადა. შიმშილობის შეწყვეტის შემდეგაც მისი მოთხოვნა _ გადაიხედოს კინოცენტრის კონკურსის შეფასების კრიტერიუმები და საჯარო გახდეს მეორე ტურში გადასული ყველა ლიტერატურული სცენარი, უცვლელი რჩება.