დაკავებულებს მათი მართვის ქვეშ მყოფ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდათ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნარგიზა ი.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები სასაზღვრო-საემიგრაციო გამტარ პუნქტ “სარფში” დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ იბრაჰიმ ქ-მ 2012 წლის ოქტომბერში საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, სასაზღვრო-საემიგრაციო გამტარ პუნქტ “სარფი”-ს გავლით, გადაიყვანა სამგზავრო ავტობუსით უზბეკეთის მოქალაქე.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება იბრაჰიმ ქ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე (სსსკ-ის 344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო სულთან ქ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).