თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა.
იმის შესახებ, თუ რატომ ჩაიშალა უკრაინელების სტუმრობა და რატომ არ შედგა წინასწარ დაანონსებული მატჩი, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ვესაუბრეთ:
_ რატომ ჩაიშალა უკრაინელების სტუმრობა?
_ არ ჩაშლილა, უბრალოდ, გადაიდო. ჩამოსვლით ჩამოვლენ. ფინანსების გამო შეგვექმნა პრობლემა _ ბიუჯეტიდან თანხის გახარჯვა არ გვინდოდა. ახლა მიმდინარეობის თანხის მოძიება.
_ ვინ დააფინანსებს ამ სტუმრობას და გყავთ თუ არა სპონსორი მოძიებული?
_ ჩემი მეგობრები დააფინანსებენ. სახელს და გვარებსაც დავასახელებთ მერე გეტყვით. 15 000 ლარამდეა საჭირო, ცოტა მეტიც ალბათ და ხვალისთვის უკვე მეცოდინება როდისთვის შედგება მათი სტუმრობა, უფრო 26-ში ან 27-ში.
_ ვინ აპირებს ჩამოსვლას?
_ ჩამოვლენ ვეტერანი ფეხბურთელები: ბესონოვი, ხლუსი, დემიანენკო, სალენკო… მოქმედი ფეხბურთელებიც იქნებიან, ალბათ. 18 კაცამდე ჩამოვა. ასევე, იქნებიან ბიზნესმენებიც.
_ სად დაბინავებით სტუმრებს?
_ გრიგოლეთში, ან შესაძლებელია ჩემს სახლშიც კი დავაბინავოთ.