https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რამდენი დაგიჯდებათ გურიის ზღვასა და მთაზე დასვენება

19:07; 8.07.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჯერ ზღვაზე “გარუჯვის” მოსურნეებს გურიის კურორტებზე არსებული პირობების შესახებ მოვუთხრობთ. ყველაზე იაფი ზონა კვლავ ლანჩხუთის ზღვისპირეთია. გრიგოლეთის ზონა სიიაფესთან ერთად, კვლავაც შედარებით დაბალი დონის საკურორტო ადგილად ითვლება, თუმცა, ეს არ ითქმის სასტუმრო “ანდამატზე”, რომლებიც არა მარტო გრიგოლეთში, საერთოდ, ზღვისპირა ზონაში ერთ-ერთი ლიდერია. აქ საზაფხულოდ არა ერთი საინტერესო ღონისძიება ეწყობა, თუმცა, კომფორტისა და შესაბამისად, ფასის გამო, ამ სასტუმროთი უმეტესად უცხოელები და ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობენ. აქვე ხშირად ნახავთ შოუ-ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც “ხმაურიან” ურეკს, ქობულეთსა და ბათუმს ერიდებიან და მშვიდად სურთ ერთი-ორი კვირის გატარება. სამწუხაროდ, გრიგოლეთში აღარ არის ცნობილი “კემპინგები” _ ფინური ტიპის ათეულობით სახლს კლიენტები არც არასაკურორტო დროს აკლდა, თუმცა, განსაკუთრებით გადატვირთული იგი სწორედ ზაფხულობით გახლდათ.

რაც შეეხება ნახსენებ “ანდამატს”, იგი ყველანაირად არის უზრუნველყოფილი. ფასები შედარებით მაღალია, თუმცა, ხელშეკრულებით ჯგუფებზე გარკვეული შეღავათები ვრცელდება. ღამის გათევა კაცზე მინიმუმ 50 დოლარის ექვივალენტი ჯდება, ყველაზე ძვირიანი სერვისი 200 დოლარსაც აღემატება, მაგრამ ისეთი კომფორტია, თავი გაღლეტილ გურიაში კი არა, შუაგულ ევროპაში გეგონება.

ბოლო საკურორტზე სეზონებზე აქტიურად შემოიჭრა ბაზარზე “ვილა რეტა”, რომელსაც ზღვისპირა ზოლში გამორჩეული სამკურნალო-პროფილაქტიკური გამაჯანსაღებელი ცენტრი აქვს. აქ კლიენტებზე მასაჟის 10-ზე მეტ სახეს სთავაზობენ, ფასები, შეძლებისდაგვარად, მინიმალურია (2-დან 20 ლარამდე თითო სახეზე), რასაც ვერ ვიტყვით უშუალოდ სასტუმრო “ვილა რეტაზე”, რომელიც “ანდამატთან” ერთად, გრიგოლეთში ყველაზე ძვირ და კომფორტულ ცენტრად ითვლება.

წინა წლებთან შედარებით, სეზონს კიდევ უფრო მომზადებული ხვდება გრიგოლეთის კერძო სექტორი. აქ ფასები, სხვებთან შედარებით, ძალიან დაბალია, თუმცა, ბოლო წლების მსგავსად, 2-3-ლარიანი “კოიკების” ნახვა ახლაც კი არის შესაძლებელი, მაგრამ ძალიან გაჭირდება. შემორჩენილი “სტაროვერები” 15-20 ბავშვს 30 ლარად აღარ მიიღებენ და ეს თანხა მინიმუმ 50-მდე აიწევს. გრიგოლეთში კოტეჯები თანდათან კეთილეწყობა, მაგრამ ისევ ადრეა, ხალხმა მასიურად შეავსოს ზღვისპირა ზოლის გრიგოლეთის ნაწილი.

შედარებით მაღალი ფასებია შეკვეთილში, თუმცა, კომფორტი და ფასები აქ ურეკზე ნაკლებია. როგორც ამბობენ, აქაური ბუნება არანაკლებ სასარგებლოა, მაგრამ რატომღაც უფრო ურეკს არჩევენ. ხმაური ვისაც არ უყვარს, ის შეკვეთილს ამჯობინებს. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ამ კურორტს ცნობილი ადამიანები სტუმრობენ, განსაკუთრებით ეს პოლიტიკოსებზე ითქმის _ სხვადასხვა დროს აქ პარლამენტის თავმჯდომარეებს, მინისტრებს, პირველ ლედისა და სხვებს დაუსვენიათ. შეკვეთილში დასვენება სასტუმროშიც შეგიძლიათ და კერძო სახლებშიც. ფასები, როგორც ვთქვით, ურეკზე ოდნავ დაბალია, თუმცა, დიდად არ ჩამორჩება.

წელს ურეკში ორ ათეულ ათასზე მეტ დამსვენებელს მოელიან. რა თქმა უნდა, ზღვისპირა კურორტებს დამსვენებლები თანდათან მოაწყდებიან და ივლისის ბოლოს და აგვისტოში მათი რაოდენობა პიკს მიაღწევს. მართალია, “ბარხატნი” სეზონზე დამსვენებელთა რაოდენობა მცირდება, მაგრამ ურეკელები ვარაუდობენ, რომ წელს ასე არ მოხდება და სექტემბრის დასაწყისშიც შეინარჩუნებენ სტუმრების დიდ ნაწილს. ამის იმედს მათ ურეკში გაზრდილი კომფორტი აძლევთ. გასართობი ადგილები წელს მრავლად იქნება და დამსვენებლები ნამდვილად არ მოიწყენენ. ზღვაზე გასვლაც თითქმის უსაფრთხოა, აქ ე. წ. “ჭები” არ კეთდება და პლაჟის გასწვრივ ჩამწკრივებული “სპასატელები” ურეკს კი არა, თითქმის გრიგოლეთამდე ტერიტორიას აკონტროლებენ. ურეკში სულ პრობლემა იყო პლაჟზე განთავსებულ აბანოებში თბილი წყალი არარსებობა და ზღვიდან ამოსულ დამსვენებელს ცივი წყლის გადავლება უხდებოდა. წელს ეს პრობლემა აღარ უნდა იყოს. კურორტს ბავშვებისთვის გასართობებიც მრავლად დაემატა და სავაჭრო ობიექტებიც უფრო კეთილმოწყობილია. კომფორტის მატებასთან ერთად ფასები თითქმის ყოველწლიურად იზრდებოდა, წელს კი უმნიშვნელოდ მომატებული ფასებია. წესით, ფასების შესამჩნევი ზრდა გაზრდილმა კონკურენციამ უნდა შეაჩეროს.

30-ზე მეტი პანსიონატისა და სასტუმროს გარდა, დამსვენებლების დიდ ნაწილს ოჯახები მიიღებენ, სადაც ფასები, რა თქმა უნდა, გაცილებით დაბალი იქნება. კერძო სასტუმროებში დასვენება დღე-ღამეში მინიმუმ 30-დან 50 დოლარამდე ჯდება, იქნება უფრო ძვირიანი სერვისიც. დაბალი ტარიფი პატარა სასტუმროებს ექნებათ. წელსაც, ალბათ, განსაკუთრებულ “ცვეტში” ძველი რესტორნები და სასტუმროები იქნება, თუმცა, არ არის გამორიცხული, ელიტარებმა აქცენტი სხვებზე გააკეთონ _ რაც მეტი არჩევანია, მით უკეთესი, თუმცა ეს ადამიანები, როგორც ურეკში აცხადებენ, ბინებს თითქმის არ იცვლიან. 10-კაციანი სუფრა რესტორანში შარშანდელზე ძვირი _ 400-500 ლარის ფარგლებში ჯდება, “მეფური სუფრა” კი კაცზე 60-დან 100-ლარამდეც დაჯდება. 300 ლარში 10 კაცი წელსაც იქეიფებს, მაგრამ ცოტა ღარიბული სუფრა გამოგივათ, ნამცხვარსა და დასალევს თუ შეიტან, კიდევ არა უშავს. შედარებით, თუმცა უმნიშვნელოდ იაფი დაგიჯდებათ გზისა და რკინიგზის პირას განლაგებულ რესტორან-კაფე-სასადილოებში ქეიფი, თუმცა, “თავი თუ გამოიდე”, კაცზე 30-40 ლარზე აქაც ახვალ. ერთი ულუფა თევზი 5-დან 10-ლარამდე მერყეობს; მწვადი _ 6-8 ლარი; აჭარული, იმერული და მეგრული ხაჭაპური შესაბამისად _ 4, 5, 6 ლარი; ხინკალი ხორცით _ 50-60 თეთრი, ყველით _ 70 თეთრი, სოკოთი _ 80 თეთრი; “ოსტრი” _ 5 ლარი; შემწვარი წიწილა და ქათამი _ 15-25 ლარამდე.

ახლა კერძო სახლების ფასებზე გადავიდეთ: შარშან და შარშანწინ “კოიკა” დღეში საშუალოდ 7-8 ლარი ღირდა, ნაცნობობით ან ნაკლები კომფორტით 5-6 ლარადაც იყო. იგივე პირობა წელსაც შეიძლება მოძებნო, მაგრამ ზღვასთან ცოტა მოშორებით და ისიც ძებნაში კაი გვარიანად იწვალებ. წელს, ძირითადი ფასები 10-20 ლარში ითამაშებს. ფასებს გაზრდილი მოთხოვნა ზრდის _ ურეკი ყოველთვის გადატენილი იყო და აქ დასვენების მსურველთა მომატება ადგილებს დეფიციტურს ხდის.

სამჯერადი კვებით კერძო სახლში დღე 20 ლარი თუ დაგიჯდებოდა, წელს სავარაუდოდ, 35-40 ლარის ფარგლებში იქნება. შესაძლოა, 30 ლარი დღეში წელსაც იკმაროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, კვება ისეთივე აღარ იქნება, ან დღეში ერთხელ გაჭმევენ.

პლაჟებზე, ტრადიციულად, გაცილებით მაღალი ფასებია _ “კოკა-კოლა”, “პეპსი” და ა.შ. 3 ლარიც შეიძლება დაგიფასონ, მიწის თხილი ერთი ჭიქა ახლა ლარად ფასობს, სულ მალე, ალბათ, შარშანდელივით 50 თეთრზეც დაეცემა. მზესუმზირას მაგარი გასავალი აქვს, მოხარშული ჭყინტი სიმინდი გასულ წლებში თავიდან 1 ლარის ფარგლებში იყო და სავარაუდოდ, წელსაც ასე იქნება. განსაკუთრებული ვაჭრობა, ტრადიციულად, მენაყინეებს ექნებათ.

ახლა არც ხარჯების შეჯამებას დაგზარდებით. სასტუმროებში ერთ ადამიანს ათი დღე მინიმუმ 400 დოლარი დაუჯდება, სულადობის ზრდასთან ერთად მთლად პირდაპირპროპორციულად იზრდება ხარჯიც. კერძო სექტორში, ურეკში ერთი ადამიანს ათ დღეში გაჭირვებით 350 და კარგად 500-600 ლარი დასჭირდება; ორს _ შესაბამისად 650 და 800-1000, სამს _ 800 და 1200-1500 ლარი; ფასები უფრო დაბალი იქნება, თუ ოჯახი ოთახს დაიქირავებს, ოღონდ სამსულიანი მაინც უნდა იყოს, ეკონომია რომ გამოუვიდეს _ 10 დღით მარტო ბინის ქირა სადღაც 200 ლარი იქნება, თუ საჭმელს თავად გააკეთებენ, 300 ლარიც დაემატება და “ხაზეიკასთან” მინიმალური პირობების ფასად თავისთვის უკეთესად დაისვენებენ. რა თქმა უნდა, აქ არსად არ იგულისხმება გზის ხარჯი.

ყველაზე იაფი მაინც გრიგოლეთია, სადაც ოთახს თვეში 120-150 ლარადაც კი იქირავებ. თუმცა წელს, შესაძლოა, ეს ფასებიც გაიზარდოს.

აქვე აღსანიშნავია, რომ გურიის ბევრი კერძო რესტორანი ფასდაკლებას აცხადებს და შესაბამის ვებგვერდებზე თითქმის განახევრებულ ფასებში ეპატიჟებიან მსურველს. თუმცა, ეს ფასდაკლება ძირითადად ბინაზეა და არა კვებაზე. ანუ თუ 2-კაციანი ნომერი 1 დღით 70-75 ლარი ღირს, 50 ლარად გთავაზობენ, ხოლო თუ კვებით 2 კაცზე 100-120 ლარს ითხოვენ, ფასდაკლებით 80-100 ლარი იქნება საჭირო, ანუ საცხოვრებელ ფართზე ხდება ძირითადი ფასდაკლება. თუ 6-7-დღიან შეკვეთაზეა საუბარი, აქ უკვე გარკვეული ფასდაკლება კვებაზეცაა.

ჩვენ გამოცდილ მაშველებს ის მოთხოვნები ჩამოვათვლევინეთ, რომელთა შესრულება დამსვენებლის მხრიდან აუცილებელია: 1) ზღვასა და მდინარეში მშიერმა არ უნდა იბანაოთ; 2) წყალში ნუ შეხვალთ ნაწვიმარზე; 3) ნუ იბანავებთ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი; 4) ზღვაზე, სადაც თეთრი ქაფი არ აქვს ტალღებს, ღრმა ადგილია. იქ უცებ გითრევს წყალი, ფეხს გართმევს და მერე სხეულს ვეღარ იმორჩილებ; 5) არ შეიძლება დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, რადგან დაიღლები და კიდევ უფრო ჩაგითრევს; 6) ნუ შეხვალთ შორს და ნუ უგულებელყოფთ მაშველის მოთხოვნებს; 7) ნუ ეცდებით სხვის გადარჩენას, თუკი იქვე არიან მაშველები. ჯობს, მათ დროულად აცნობოთ შემთხვევის შესახებ; 8) როცა მაშველები მუშაობენ, ნუ შეეცდებით მათ დახმარებას, რადგან შესაძლოა ხელიც შეუშალოთ ან მძიმე სიტუაციაში საქმე მოუმატოთ _ თქვენი საფრთხიდან გამოყვანა დაემატოთ. გამოუვალ მდგომარეობაში, როცა მაშველებს ძალები არ ყოფნით, მხოლოდ მათი რეკომენდაციებით იმოქმედეთ და ასე გაუწიეთ დახმარება; 9) თუ მაშველები ახლოს არ არიან, არ უნდა მიხვიდეთ დასახმარებლად წინა მხრიდან, რადგან თუ ფიზიკურად გაჯობათ, თქვენც დაგძირავთ. უკნიდან უნდა მიხვიდეთ, ან თმებში მოჰკიდოთ ხელი; 10) ნუ დატოვებთ ბავშვებს უყურადღებოდ და ნუ გაგახსენდებათ პატარები მხოლოდ სახლში წასვლის წინ.

როგორც ამბობენ, განახლებული ატრაქციონებით შეხვდება ახალ სეზონს ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული შეკვეთილის “ციცინათელა”, რომელიც ნაცმთავრობამ “გურიის პარკად” გადააკეთა. იქვე ახლოს საკონცერტო დარბაზი კეთდება, ისიც პრემიერის ინიციატივითა და დაფინანსებით, თუმცა, ამ საკურორტო სეზონზე მისი დამთავრება, დიდი ალბათობით, არ მოესწრება.

პირველი დამსვენებელი მთისძირა კურორტ ბახმაროს უკვე თვის ბოლოდან ეყოლება, განსაკუთრებული აქტივობა კი ივლისის მეორე ნახევრიდანაა და აგვისტოს 21-მდე გრძელდება, ანუ ტრადიციულ დოღამდე. მიკროავტობუსს ორი ოჯახი მიჰყავს თავისი ბარგით და თითოეულისაგან შარშან 70 ლარს ითხოვდა. ჰა, ჰა, 5 ლარი დაეკლოთ, წელსაც, სავარაუდოდ, ასე იქნება. უკან დაბრუნებაც, რა თქმა უნდა, იგივე ჯდება. მოკლედ, მარტო გზა 140 ლარი ღირს. ბახმაროზე ბინა 100 ლარიდან 300 ლარამდეა და უფრო ძვირიანსაც ნახავ _ კეთილმოწყობილი კოტეჟის დაქირავება 2 500 დოლარამდეც ღირს. როგორც კურორტის მესვეურები ირწმუნებიან, ბახმარო წელს კიდევ უფრო კეთილმოწყობილიც იქნება, შუქის ფულს თუ გადაიხდი, ჩაბნელებული არ იქნები და ა. შ. სამსულიან ოჯახს ბახმაროში კვებისთვის მინიმუმ 500-600 ლარი დაეხარჯება, 400 ლარი მხოლოდ მაშინ და ისიც გაჭირვებით იკმარებს, თუ საჭმელებს წაიღებს და რეგულარულადაც გაუგზავნიან ახლობლები. 600-800 ლარი კვებისთვის მართლაც კარგი თანხაა. ამას გზისა და ბინის ხარჯები დავუმატოთ და სამსულიანი ოჯახის მინიმალური, საშუალო და მაქსიმალური ხარჯი შესაბამისად 500-800-1000 ლარს შეადგენს. პანსიონატის ტიპის დაწესებულებაში დასვენება სამჯერადი კვებით დღეში 30-40 ლარი ჯდება, თუმცა, ალბათ წელსაც იქნება 10-დღიანი სერვისი 200 ლარად.

მართალია, წყლის პრობლემა კურორტზე თითქოს მოგვარდა, თუმცა, ზოგიერთ უბანში დამსვენებლების ნაწილს შარშანდელივით წყლის ვედროებით “თრაქვა” ისევ მოუწევთ. ტუალეტები ხომ საერთო კომიკურ ელფერს იძენს. ბახმაროში სახლებს არ კეტავენ (აქაოდა, მაინც გატეხავენ და საკეტი და კარი გვეზარალებაო), სამაგიეროდ, ბოქლომი “დეფიციტად” ქცეულ საპირფარეშოებს ადევს _ თავისაში არავინ შეგიშვებს.

ბახმაროში კომფორტის ნაკლებობა მეპატრონეებს აიძულებს მიწა და “ქოხები” იაფად გაყიდონ. არადა, ეს კურორტი უკვე საკმაოდ ძვირიან ადგილად იქცა და თუ ადრე ბინას 70 ლარადაც იქირავებდი, დღეს ყველაზე კომფორტული კოტეჯის ქირა როგორც უკვე ვთქვით, 2 500 დოლარსაც “უკაკუნებს”.

ჩვენს მიმოხილვას ანეკდოტით დავასრულებთ:

გურულს ჰკითხეს: – წელს სა მიხვალ დასასვენებლად?

– არსად, ჩემ ბიუჯეტს რომ გადავავლე თვალი, სულ არ დავღლილვარ თურმე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

თემურ ლორია: "თუ ჩვენ დავრჩით გუნდში, პირველ ექვსეულში მოვხვდებით"

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები ხვალ აქციას მართავენ

ყველა სიახლე

სამართალი

ბაჩო ახალაია დააკავეს

21:20; 25.12.2025
სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული

19:16; 25.12.2025
სამართალი

სუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:32; 25.12.2025
ფინანსები

ვალუტის განახლებული კურსი 26 დეკემბრისთვის

18:28; 25.12.2025
ფინანსები

სესხების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა – რა ღირს ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები

16:59; 25.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25.12.2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25.12.2025
სამართალი

ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა

12:55; 25.12.2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
0

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო