“ხორბალი 120 ჰექტარზე, მათ შორის, თელეთის(75 ჰა), გარდაბნისა (5ჰა) და ყულარის (40 ჰა) მინდვრებზეა დათესილი. თელეთში არსებული კლიმიტისა და მდგომარეობის გათვალისწინებით – ტერიტორია თითქმის ურწყავია, მოსავლიანობამ ჰექტარზე 3 ტონა შეადგინა, გარდაბანში აღნიშნულმა მაჩვენებლმა 5 ტონას მიღწია,ეს იყო საცდელი განსხვავებული ჯიშის ხორბალი, ხოლო ყულარში სასწაული შედეგი მივიღეთ – ჰექტარზე 7,5 ტონა, რომელიც მოსავლის აღების ბოლომდე შენარჩუნდება. ხორბლის წლევანდელი მოსავალი კომპანიისთვის განსაკუთრებული აღმჩნდა – 1 ჰექტარზე 7,5 ტონა ეს უკვე რეკორდულია, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებლს 4-ჯერ აღემატება,” _ აღნიშნავს “მარნული აგროს” დირექტორი გიორგი დალაქიშვილი.
სწორად შერჩეულმა ხორბლის ჯიშებმა, დაბალნსირებულმა გამოკვების სისტემამ, დროულად ჩატარებულმა რწყვებმა და მიზანმიმართულმა აგროტექნიკურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო.
“მარნეული აგრო” აღებული ხორბლის მოსავლის დიდ ნაწილს ჰოლდინგში შემავალი “თელეთის ფერმაში” საქონლის გამოსაკვებად იყენებს, ხოლო დანარჩენს რეალიზაციაში გაუშვებს. სულ მალე, დაიწყება სხვა მარცვლეული კულტურის აღება, კერძოდ, კომპანიაში სიმინდის სერიოზულ მოსავალს ელიან.
“მარნეული აგრო” მარგებელი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა დაერთ-ერთ წამყვანი კომპანიაა სოფლის მეურნეობის სფეროში. კომპანია ფლობს მიწის საკუთრებასა და ჩითილების წარმოების სასათბურე მეურნეობას გარდაბანსა და მარნეულში. „მარნეული აგრო“ მოჰყავს ბოსტნეული და ჰოლდინგში შემავალ „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ნედლეულით ამარაგებს. ეს კი იმის გარანტიაა, რომ ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი არის ქართულ მიწაზე მოყვანილი.
(R)