და აღნიშნავს, რომ კომიტეტი უცნაურად მუშაობს _ბესელიას მითითებით, აპარატის თანამაშრომლები უმცირესობის წევრებს მოქალაქეების სახელით შემოსულ წერილებზე პასუხს არ უმზადებენ და ოპოზიციონერ დეპუტატებს თავად უწევთ საპასუხო წერილების წერა. აქვე აღნიშნულია, რომ ოპოზიციის დეპუტატებს უმალავენ 17 მაისის მოვლენების დასკვნას და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიმართავს, იქნებ, მათ გააცნონ უმცირესობის წევრებს ეს საკრალური ტექსტი.
“ძალიან უცნაური მუშაობის სტილი აქვს ახალ პარლამენტს და მის ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
აპარატის თანამშრომლებს, ეკა ბესელიას მითითებით, აკრძალული აქვთ ოპოზიციის დეპუტატებს მოუმზადონ პასუხები მოქალაქეების მიერ შემოსულ წერილებზე. და ჩვენ თვითონ ვწერთ წერილებს.
ოპოზიციის დეპუტატებს, უკვე რამდენიმე დღეა, უმალავენ იმ ავადსახსენებელი დასკვნის განახლებულ ვარიანტს, რომელიც 17 მაისის აქციის ვანდალურ დარბევას შეეხება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვთხოვთ, იქნებ, მათ გაგვიზიარონ ეს საკრალური ტექსტი.
უბრალოდ, სამარცხვინოა, თორემ ერთი მხრივ, კარგიცაა! ხელს გვიწყობენ, უფრო კრეატიულები ვიყოთ და უფრო ადრე გავისტუმროთ ეს უდონო უმრავლესობა ხელისუფლებიდან,” _ წერს საკუთარ facebook გვერდზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი.