რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს პოლიტიკური დევნის განცდა.
დავით დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ უკვე ათეულობით საქმეში შეიმჩნევა პოლიტიკური დევნის ნიშნები და პროკურატურის ახალი თანამშრომლები აქცენტებს პოლიტიკური სიმპატიის და ანტიპატიის მიხედვით აკეთებენ.
“იმედს გამოვთქვამ, “ცენტრპოინტის” პრობლემები, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, ისე იქნება გამოძიებული, რომ ეს არ გააჩენს არანაირ არგუმენტს პოლიტიკური დევნის შესახებ. ეს არც ისე ადვილია, იმიტომ რომ ათეულობით საქმეშია უკვე ეს პოლიტიკური ინტერესი. ძალიან კარგად ჩანს, რომ ბიზნესის და ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიის მიხედვით არჩევენ და ამის მიხედვით აკეთებენ აქცენტებს, ახალი პროკურატურის წარმომადგენლები. იმედია, ეს გამოძიება ასეთ არგუმენტებს არ მისცემს საზოგადოებას”, _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა.