როგორც რეინტერგაციის საკითხებში საქართველოს მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, გენერალურ ასამბლეაზე გადის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს უფლებებს საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით პოლიტიკურად და სამართლებრივად ამართლებს.
“ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად ჟენევის პროცესის მიმდინარეობაზე, ტენდენციებზე და ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ანუ როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს. კიდევ რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება _ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჟენევის ფორმატი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჟენევის ფორმატია ერთადერთი, რომელიც ეხება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ვალდებულებებს, უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ თემებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჰუმანიტარული ჯგუფის მუშაობასაც შევეხეთ და აღვნიშნეთ, რომ დევნილთა დაბრუნების თემა არის ცენტრალური თემა. არგუმენტები, რომელიც აქამდე გვესმოდა, თითქოს ეს თემა არ ყოფილიყო განხილული ჟენევაში, არ არის მისაღები და რაციონალური. გენერალურ ასამბლეაზე გადის რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით პოლიტიკურად და სამართლებრივად ადასტურებს, რომ ეს არის ხელშეუხებელი უფლება,” _ განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.