აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სუბიექტები, რომლებსაც სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი რაიმე სახის ვიდეო, აუდიო, ან ფოტო მასალა აქვთ, თუ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოებში წარმოადგენენ აღნიშნულ მასალას, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე,158-ე და 159-ე გათავისუფლდებიან გათვალისწინებული დანაშაულისგან.
აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული _ 2013 წლის აგვისტომდე.