თაქთაქიშვილის განცხადებით, პროკურორმა კბილაშვილმა, ციხის კადრების ავტორის, ლადო ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან სრული გათავისუფლებით, მწვანე შუქი აუნთო, ქვეყანაში წამების ფაქტებს.
“პრეზიდენტის მიმართვა არის ძალიან ლოგიკური, მაგრამ პრეზიდენტს არ უნდა სჭირდებოდეს ასეთი მიმართვის გაკეთება მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო ქვეყანაში წამების ფაქტებს. ამის დადასტურება არის ის, რომ საკუთარი ნებით და, დარწმუნებული ვარ, სხვებთანაც შეთანხმებით, პასუხისმგებლობისგან სრულიად გაათავისუფლა ლადო ბედუკაძე. აქედან ერთადერთი სწორი გამოსავალი არის წულუკიანის მხრიდან მიმართვა პრეზიდენტისადმი, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებული იყოს მთავარი პროკურორი,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
თაქთაქიშვილის აზრს არ ეთანხმება უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია _ ის აცხადებს, რომ არ აინტერესებს, რას მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტი: “არ მაინტერესებს, მიხეილ საკაშვილი რას ითხოვს. ჩვენ ვითხოვთ თავად აიღოს მიხეილ სააკაშვილმა იმ უმსგავსობაზე პასუხისმგებლობა, რაც ქვეყანაში ხდებოდა,” – აცხადებს ეკა ბესელია.