კომისიამ გამსვლელ ქულად 60 ქულა განსაზღვრა.
აბაშაში ყველა მოუთმენლად ელოდებოდა 10 ივლისს ჩატარებული ტესტირების შედეგებს. საზოგადოებას და განსაკუთრებით პედაგოგებს აინტერესებდათ, ვინ გადალახავდა კონკურსის მეორე ეტაპს. აბაშიდან საბუთების შესარჩევი ანუ პირველი ეტაპი ოთხმა კანდიდატმა გაიარა, მაგრამ ტესტირებაზე მხოლოდ ორი _ პაატა კაჭარავა და მერაბ მიგინეიშვილი გავიდნენ. რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, სალომე თოფურიამ, რომელმაც პირველად გამოცხადებულ კონკურსში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, განცხადება დაწერა და კანდიდატურა მოხსნა. ტესტირებაზე არ გავიდა ზვიად მიმინოშვილიც. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, მან თბილისში დაიწყო მუშაობა.
ტესტირების შედეგები ცნობილია. ბარიერი ორივე კანდიდატმა გადალახა. პაატა კაჭარავამ 70 ქულა დააგროვა, მერაბ მიგინეიშვილმა კი _ 67 ქულა.
თუ ვინ დაიკავებს აბაშის რესურსცენტრის დირექტორის სავარძელს, კონკურსის ბოლო ეტაპის _ გასაუბრების შემდეგ გახდება ცნობილი.