_ როგორც ცნობილია პოლიტიკური პარტიების ოთხთვიანი მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე, რომლის მიზანი იყო თანაბარი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა, დასრულდა შეთანხმებით.
ეს შეთანხმება გაფორმდა მემორანდუმით, რომელსაც ხელი მოაწერა ყველა სამუშაო ჯგუფის მონაწილე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიამ ( მათ შორის შვიდმა კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა პარტიამ ), გარდა ორი არასაპარლამენტო პარტიისა.
შეთანხმების მიხედვით მოხდა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება “ქართული ოცნების” მიერ, რომლის განხილვა უნდა დაწყებულიყო დაჩქარებული წესით.
17 ივლისს, სრულიად მოულოდნელად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უარს აცხადებს მიღწეული და მემორანდუმით გაფორმებული შეთანხმების შესრულებაზე. “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის დაბალმა რეიტინგმა, (რასაც ყველა კვლევა ადასტურებს) განაპირობა ის, რომ ხელისუფლება აირჩია არჩევნებში გამარჯვების მარტივი, არადემოკრატიული გზა და ცდილობს შეინარჩუნოს უსამართლო და არაკონკურენტული გარემო.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლება არ შეცვლის გადაწყვეტილებას და არ შეასრულებს მემორანდუმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ეჭვ ქვეშ დგება კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიგვაჩნია დავიწყოთ არჩევნებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა, _ ამბობს ბაღათურია.