მოლაპარაკებებისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ გამოხატული კეთილი ნების საფუძველზე, ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი მესამედ ეწვია თურქეთს.
ქართველ სპეციალისტთა ჯგუფს საშუალება ექნება შეაფასოს იშხანზე მიმდინარე სამუშაო პროცესი და შეიმუშავოს რეკომენდაციები, თუ ამის საჭიროება იქნება.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის დირექტორი ბესიკ მაცაბერიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, სააგენტოს თანამშრომლები გიორგი გაგოშიძე და ნიკოლოზ ზაზუნიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის არქიტექტორი იოსებ ბანძელაძე და გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის თანამშრომლები ირინე გივიაშვილი და ქეთევან აბაშიძე.
საქართველოდან ჩასული დელეგაცია უკვე მეორე დღეა თურქეთში იმყოფება და სამუშაო პროცესში სრულად არის ჩართული.
ამ ვიზიტამდე ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი უკვე ორჯერ იმყოფებოდა თურქეთის ტერიტორიაზე _ იშხანსა და ოშკში. მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულ იქნა იშხანზე მიმდინარე სამუშაო პროცესში.