ის გასულ წლებში გურიის სამხარეო გუბერნიაში გუბერნატორის მრჩეველი იყო, ბოლოს კი თბილისში, სხვადასხვა უწყებებში სხვადასხვა თანამდებობაზე აგრძელებდა მუშაობას.
გია ცეცხლაძე “გურია ნიუსის” აქტიური მკითხველია. ის არა ერთი საგაზეთო სტატიის შემდეგ დაგვიკავშირდა და და გამოგვეხმაურა თავისი სურვილით, დახმარებოდა სოციალურად დაუცველებს, რითაც საზოგადოების სიმპათია დაიმსახურა.
ჩვენ დაუკავშირდით გია ცეცხლაძეს, რომელმაც ინფორმაცია მისი დანიშვნის შესახებ აღნიშნულ თანამდებობაზე არ უარყო.
_ ოფიციალურად ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა, საუბარი ნამდვილად არის. როცა ბრძანება დაიწერება, პირველი თქვენ გაიგებთ ამის შესახებ, _ გვითხრა ცეცხლაძემ.