მისი განცხადებით, ცვლილებები ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად შემუშავდა.
_ იცვლება პარტიების დაფინანსების წესები;
_ პარტიებისთვის იზრდება საჯარო ღონისძიებების მოწყობის შედეგად ნებადართული შემოსავლების ოდენობა 60 000 ლარიდან 300 000 ლარამდე;
_ შემოწირულობის უფლება უბრუნდება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. იმ აუცილებელი პირობის დაცვით, რომ მისი პარტნიორები საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
ადმინისტრაციული რესურსების და პოლიტიკური კორუფციის საწინააღმდეგოდ შემოდის ახალი შეზღუდვები:
_ შემომწირველი არ შეიძლება იყოს ის იურიდიული პირი, რომელსაც წინა კალენდარული წლის ან საარჩევნო წლის კენჭისყრის დღემდე, ფაქტობრივად. შემოსავლების 15% მიღებული აქვს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით. იურიდიული პირი, რომლის პარტნიორი სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანოა (თუნდაც 1%-იანი წილობრივი მონაცემით);
_ მოქალაქისგან მიღებული შემოწირულობების საერთო ოდენობა წელიწადში, არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან _ 120 000 ლარს;
პარტიებს უფლება ეძლევათ, ყოველ კალენდარულ წელს, თავისი საქმიანობის უზრუნველსაყოფად, აიღო კრედიტი ერთი მილიონი ლარის ოდენობით.
ინტერფრაქციულ ჯგუფში ქალების ინტერესებიც გაითვალისწინეს და მათი საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, პარტია მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს, 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში მდედრობითი სქესის წარმომადგენელი სულ მცირე 30%-ით არის წარმოდგენილი.
იცვლება აუდიტის სამსახურის უფლებებიც _ პარტიისთვის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება ნებართვის მისაღებად სასამართლოს მიმართოს.
ზუსტდება სასამართლოს მექანიზმი აუდიტის სამსახურის მიერ უკანონო შემოწირულობებისა, თუ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხზე. ასევე, აუდიტის სამსახური ვალდებული იქნება, პარტიის საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაცია თავის ვებგვერდზე მისი მიღებიდან 5 დღეში გამოაქვეყნოს.
პარტიის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის უფლება კვლავ სასამართლოს უბრუნდება. აღნიშნული კანონპროექტით, შემცირდება სახელმწიფო აუდიტის მიერ მოთხოვნილი და კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის დადგენილი 5 000-ლარიანი ჯარიმა 1 000 ლარამდე, ფიზიკური პირებისთვის, ხოლო იურიდიულ პირებს 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ აღნიშნული დარღვევისთვის.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იზრდება საოლქო და საუბნო კომისიებში, როგორც საინიციატივო ჯგუფის, ასევე, პარტიების მიერ დანიშნული ორ-ორი წარმომადგენლის შრომის ანაზღაურების ოდენობა. ასევე, იმ კანდიდატებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეთა ამომრჩეველთა 10%-ზე მეტ ხმებს მიღებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გაწეული დასაბუთებულ ხარჯს _ ერთი მილიონი ლარის ოდენობით, აუნაზღაურებენ.