შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბევრ საინტერესო საკითხს, რაც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს და ქვეყნის სამომავლო განვითარებას ეხება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს საერთაშორისო გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში.
ქალბატონმა რაისმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი არის და რჩება საქართველოს მეგობრად. შეხვედრის დროს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს აღუთქვა დახმარება სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის შესთავაზა საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ვაშინგტონის კონიუნქტურაში გასარკვევად. შეხვედრამ მეტად გულთბილ გარემოში ჩაირა. ქართულმა დელეგაციამ ქალბატონ რაისს საქართველოს მომავლის და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავების შესახებ თავისი ხედვები გააცნო, ხოლო ქალბატონი რაისისაგან ქართულმა დელეგაციამ მრავალი რჩევა და მხრდაჭერის დაპირება მიიღო.