მისი განცხადებით, მთავრობამ ორჯერ შეცვლა კანონპროექტი სადაზღვევო კომპანიების სასარგებლოდ და ხალხის საზიანოდ.
“მარტო მე არ ვთვლი ასე _ მაჟორიტარმა დეპუტატებმა არაერთი შემთხვევა მოიყვანეს. ამ კომპანიებს სახელმწიფო ზუსტად დადგენილ დროს ურიცხავს თანხებს, თუმცა, თანხები არ მიდის არც ექიმებამდე და არც პაციენტებამდე. მრავალი თვის დავალიანებები აქვთ ექიმების წინაშე, არ ხდება სადაზღვევო შემთხვევების დაფინანსება, ისინი ფულს იღებენ, მაგრამ მერე ფულის გაცემა არ უნდათ. რაც შეიძლება, მალე მოხდეს ერთიან სადაზღვევო სქემაზე გადასვლა და სახელმწიფო ფული უნდა იხარჯებოდეს არა კერძო კომპანიების მოგების მიზნით, არამედ მოხმარდეს ექიმებს და პაციენტებს. ამით ყველა მოგებული დარჩება _ სახელმწიფოც, ხალხიც და ექიმებიც. წაგებული დარჩებიან მხოლოდ ის სადაზღვევო კომპანიები, რომელთაც ერთადერთი საქმიანობის სფერო აქვთ დღეს _ იყვნენ გამტარნი სახელმწიფო ფულის და ამ ფულის დიდი დამლექავი საკუთარ ჯიბეში. ეს არის წურბელობა,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა.