დევიჩის დუბლის წყალობით შეხვედრა ხარკოველებმა 2:0 მოიგეს. “ილიჩევეცის” შემადგენლობაში ითამაშეს თორნიკე ოქრიაშვილმა და დავით თარგამაძემ. მათ ორივეს ჰქონდა გამოჩენის თავის, თუმცა, ვერ მოახერხეს _ განსაკუთრებით თარგამაძეს, რომელმაც ოქრიაშვილის პასის შემდეგ ბურთს ფეხი ისე ვერ მოარტყა, როგორც საჭირო იყო და დაახლოებით 11 მეტრიდან კარში ვერ დაარტყა. მატჩის შემდეგ თარგამაძემ ინტერვიუ მისცა championat.com-ს:
“ხარკოვში თამაში ყოველთვის ძალიან ძნელია, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა გუნდისთვის. მიმაჩნია, რომ მსაჯობა დღევანდელ მატჩში არც ისე მაღალ დონეზე იყო. სამწუხაროდ, შეცდომები დავუშვით. უკვე მეორე ტაიმის დასაწყისშივე შევხვდით და ხარკოველებმაც გახსნეს ანგარიში.
მე არ ვიტყვი, რომ დღეს ცუდად ვითამაშეთ. ჩვენ ვითამაშეთ ისე, როგორც ჩვენს ძალას შეესაბამებოდა, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა “მეტალისტის” დასამარცხებლად,” _ თქვა თარგამაძემ.