“გურია ნიუსის” კითხვაზე, ეხება თუ არა ვადამდელი გათავისუფლება პატიმარს, რომელსაც მისჯილი 10 წლიდან 9 წელი მოხდილი აქვს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ “თუ პატიმარს 10 წელი ჰქონდა მისჯილი და დარჩენილი აქვს 1 წელი და 3 თვე, მას ნამდვილად ეხება პირობითი ვადამდელი გათავისუფლება. თუ მომაწოდებთ დოკუმენტაციას, მე გადავცემ საბჭოს. საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი ნებაა _ იგი სრულიად დამოუკიდებელი ორგანოა. საბჭოში შედის სამინისტროს 1 თანამშრომელი, 1 წევრი პრობაციის სამსახურიდან, 1 _ თვითმმართველობიდან.
მოგვაწოდეთ პატიმრის ვინაობა. დარწმუნებული ვარ განიხილავენ და დადებითად გადაწყვეტენ,” _ გვითხრა სუბარმა.