პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილების შემდეგ ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იქნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, დავით ლომინაშვილის განცხადებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებასთან ერთად ეროვნულ შეფასებებს და საერთაშორისო კვლევებს განახორციელებს.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, დღეს, მესამე მოსმენით განიხილეს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტები. კომიტეტმა კანონპროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.