მათგან ერთ-ერთი, ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა ხორცის რეალიზაციას. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული პირი ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის 300 ლარით, ხოლო მეორე ბიზნესოპერატორი “ფორმა 2” არქონის გამო 1000 ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ხორცის რეალიზატორებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სპეციალისტებს სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებაში, რის გამოც საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო. სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ამოღებული ხორცის პარტია შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved