ჯგუფს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ხელმძღვანელობს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი პროექტების გახორციელებაში მონაწილეობის სურვილი 53 მეწარმემ გამოთქვა, რომელთაგან გამოვლინდა 28 გამარჯვებული.
როგორც მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა მაია აფხაზავამ თქვა, გამარჯვებულ მეწარმეებთან უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულებები, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოების შესრულება.