ჩემი ინფორმაციით, ეს საკითხი ამ კვირაში გადაწყდება, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით დარჩიამ განუცხადა,
_ ბატონო დავით, განიხილება თუ არა თქვენი კანდიდატურა ამ პოსტზე?
_ ალბათ, განიხილება, ვნახოთ, რა იქნება. თუმცა, ამ ეტაპზე სხვა რამის თქმა არ შემიძლია, _ გვითხრა დარჩიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ, აღნიშნული შტაბის უფროსის კანდიდატურა დაანონსა _ კვაჭანტირაძის თქმით, ამ პოსტს მერაბ ჭანუყვაძე დაიკავებდა. დეპუტატის ამ ინფორმაცია დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა _ ჭანუყვაძის დანიშვნას და კვაჭანტირაძის მხრიდან ამის გაჟღერებას განსაკუთრებით დავით დარჩია აპროტესტებდა.
“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბის გურიის ხელმძღვანელის პოსტზე გოჩა მეგრელიშვილის კანდიდატურა განიხილება. თავად მეგრელიშვილი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. როგორც დარჩია, ისიც ამბობს, რომ ეს საკითხი ამ კვირაში გადაწყდება.