როგორც “გურია ნიუსთან“ ჯიხურის მეპატრონე აცხადებს, იქ მეტრამდე სიმაღლის წყალი შევარდა, რამაც ელექტროენერგიის მოკლე ჩართვა გამოიწვია, გაჩნდა ხანძარი და ჯიხური გამოიწვია.
მისი განცხადებით, როცა სახანძრო სამსახურიდან მოვიდნენ, ჯიხურში არსებული საქონელი უკვე დამწვარი იყო. შესაბამისი სამსახურები დაადგენენ ზარალის ოდენობას.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, ეს ყველაფერი ქალაქში არსებული მოუწესრიგებელი და გაუწმენდავი არხების ბრალია.