ჩვენი ინფორმაციით, ამ პოსტზე ორი კანდიდატურა _ დავით დარჩია და მერაბ ჭანუყვაძე განიხილება. “გურია ნიუსთან” მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ ინფორმაციას პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ ფლობს.
_ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ რაც “გურია ნიუსში” დაიწერა, ამ ინფორმაციას ვადასტურებ, ნამდვილად ასე იყო. შემდეგ რა ხდება და რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. გადაწყვეტილი დღესაც არაფერი არ არის, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. თუ წარმადგენენ, რაც შემიძლია და შეიძლება გავაკეთო, ყველაფერს გავაკეთებ მთელი სულით და გულით, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. ეს საკითხი არის პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტი. შესაბამისად, ყველა ელოდება ამ გადაწყვეტილებას. მე რომ ინფორმაცია მქონდეს ამის შესახებ, პირდაპირ გეტყოდით, აქ არაფერი არაა დასამალი _ თუ დავინიშნები დაგიდასტურებთ.
_ როდის გეცოდინებათ ამის შესახებ?
_ არ ვიცი, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.