საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყო 8 255 712 ლარი,
აქედან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 245 000 ლარი ერგო.
ამ განკარგულების საფუძველზე გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ადგილობრივმა ერთეულებმა უნდა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, სანიაღვრე არხების, ბოგირების, გაბიონების, საცხოვრებელი სახლების სახურავების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, ადმინისტრაციული შენობების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოები და მათთან დაკავშირებით მომსახურების შესყიდვა.
ივნის-ივლისში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალდა ორმეთის, ომფარეთის, ღრმაღელის, წყალწმინდის, ნინოშვილისა და ჯაპანის მოსახლეობა.