სპექტაკლს მონატრებული მაყურებელი აკაკი წერეთლის პიესას “ბუტიობას” იხილავს. პიესის რეჟისორი ბადრი ბეგალიშვილია და მასში მონაწილეობს ბადრი ბეგალიშვილი უმცროსი.
აღნიშნული ინფორმაციას კულტურის ცენტრის ახლად დანიშნული პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო მშვიდობაძე გვაწვდის. მისივე თქმით, სპექტაკლი, სავარაუდოდ, უფასო იქნება და ეს იქნება კულტურის ცენტრის საჩუქარი სანახაობას მონატრებული მაყურებლისათვის.
_ დიდი ხანია არ გვინახავს სპექტაკლები, აქედან გამომდინარე, სიურპრიზის იქნება მუსიკისა და დრამის თეატრის ვიზიტი. სამომავლოდაც არა ერთ სიურპრიზს შევთავაზებთ ლანჩხუთლებს, _ გვითხრა ნინო მშვიდობაძემ.