გამთენიას, მათი სახლი მეწყერმა დააზიანა:
_ დილის ოთხი საათი იყო ხმაური რომ გავიგე. საბედნიეროდ, მოვახერხე და ოჯახის ყველა წევრი გარეთ გამოვიყვანე. მეწყერი სახლში შემოვიდა, _ გვითხრა ავთო გულიტაშვილმა.
სტიქიამ ამ ოჯახის ციტრუსის და თხილის პლანტაციებიც გაანადგურა.
ამ წუთებში გულიტაშვილების ოჯახში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას ელოდებიან. აქვე იმყოფება რამდენიმე ოჯახი, რომლებიც ნატანებში, მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ. ისინი მინისტრისთვის თავიანთი პრობლემების გაცნობას გეგმავენ.