საგანგებოდ გაკეთებულ სამთავრობო ტრიბუნაზე, ამ წუთებში, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი; ოზურგეთისა და ლანჩხუთის სხვადასხვა სამსახურების უფროსები და პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები იმყოფებიან. მათგან ნახევარი, გასულ წელს, ამავე ტრიბუნიდან, “ნაციონალური მოძრაობის” მაისურებით და კეპებით იწონებდა თავს. ნახევარს კი, იმის გამო, რომ “ქართული ოცნების” მაისურებით იმყოფებოდნენ ბახმაროში ფეხიც არ შემოადგმევინეს. უფრო მეტიც, სპეცრაზმიც კი დაახვერდეს. თუმცა, ეს ყველაფერი როგორც ჩანს მავანს სულ აღარ აწუხებს და კოჰაბიტირებულად ტკბება თანამდებობითაც და კონცერტითაც.
შარშანდელივით მრავლად არაა, მაგრამ “ნაციონალური” ატრიბუტიკის გარეშე ფერისცვალების დღესასწაული წელსაც არ აღინიშნება.